Wikipedia-ს დამფუძნებელმა ახალი სოციალური ქსელი WT: Social შექმნა. ჯიმი დონალ უელსმა გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომელიც მხოლოდ მომხმარებელთა შემოწირულობითა და ფასიანი სერვისების მეშვეობით, ყოველგვარი სარეკლამო კონტენტის გარეშე იარსებებდა. თუ Facebook-ზე News Feed-ი მოწონებების, გაზიარებებისა და კომენტარების მიხედვით ახლდება, WT: Social-ის News Feed-ში ეს პოსტების ქრონოლოგიით მიხედვით ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით სოციალურ ქსელს 100-მდე მომხმარებელი ჰყავს, WT: social-ის გუნდი გაფართოებასა და მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეების შემოთავაზებას აპირებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here