კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა უჩვეულო ჰიგიენური მოწყობილობა კრაუდფანდინგის პლატფორმაზე Youping – ჭკიანი ელექტრონული ყურის საწმენდი ჩხირი სახელწოდებით Bebird M9 Pro.

გაჯეტს საკმაოდ მინიმალისტური დიზაინი აქვს: რომელსაც აქვს მცირე პლასტმასის სახელური და ღია ლურჯი საწმენდი თავი რბილი რეზინით. მოწყობილობის მთავარი თავისებურება მის ფუნქციონალშია. შემქმნელები ამბობენ, რომ მას ინტელექტუალური სისტემა აქვს ყურების წმენდისთვის.

Bebird-ის თავზე მოთავსებულია ენდოსკოპი, რომელიც რეალურ რეჟიმში აჩვენებს ყურში მიმდინარე პროცესს. ამისათვის მოწყობილობა სმარტფონთან უნდა დააკავშიროთ. გაჯეტს ასევე აქვს სანათი. მოწყობილობას აქვს 350 მილიამპერიანი აკუმლატორი და ის მხოლოდ დოკ-სადგურზე იმუხტება, რომელიც თავად USB პორტიდან იკვებება.

Xiaomi Bebird M9 Pro-ს ღირებულება დაახლოებით 40 დოლარია და მისი შესყიდვა მხოლოდ Youpin-ზე არის შესაძლებელი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here