მსოფლიოში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი სერივის დიჯიტალიზაცია – გაციფრულება. ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.
2019 წლის 18 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi” – ის Garden Hall-ში გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “ღია ბანკინგი – ციფრული ეკოსისტემის განვითარებისთვის.”