თანამედროვე საოპერაციო სისტემების, მათ შორის მობილურს ასეულობით ფუქნცია აქვს და თუნდაც გამოცდილი მომხმარებლები ვერ პოულობენ წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტას. ამიტომაც Google-მა გაუშვა ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერა ოპოულარულ სოციალურ ქსელში Android-ის მომხმარებლებისთვის.

Twitter-ში Android-ის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ აწი ნებისმიერი Android პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისია გამოაქვეყნოთ ტვიტი პრობლემის აღწერით და ჰეშტეგით #AndroidHelp.

აღსანიშნავია ისიც, რომ Google-ის თანამშრომლები უპასუხებენ მხოლოდ საჯარო შეტყობინებებს, ამიტომაც პირადი შეტყობინებების გამოყენებას აზრი არ აქვს. შესაძლოა კომპანიაში უნდათ, რომ ყველა მომხმარებელმა შეძლოს ნახოს მსგავსი კითხვები და მათზე პასუხები.

წინა სტატიაკორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაახალი კორონავირუსი პროდუქციიდან ადამიანზე არ გადადის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი