Unpacked 2020-ზე კომპანიამ პირველი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip წარმოადგინა დრეკადი ეკრანით.

სმარტფონი იკეცება ეკრანით შიგნით და მისი მექანიზმი საშუალებას იძლევა დააფიქსიროთ ეკრანი 90 გრადუსზე, რაც ფოტოს და ვიდეოს შტატივის გარეშე გადაღებაში დაგეხმარებათ ან თუნდაც ვიდეო ზარების განხორციელებსას.

თუ პირველ სმარტფონ-პლანშეტში Galaxy Fold კომპანია იყენებდა პლასტმასის პოლიმერულ ეკრანს – აქ საუბარი პირველ დრეკადი შუშის მქონე ეკრანზე.

ტექნიკური მონაცემები:

  • 6.7 დიუმიანი Infinity Flex AMOLED ეკრანი 22:9 შეფარდებით და გარჩევადობით 2636×1080 პიქსელი.
  • დამატებითი გარე 1,6 დიუმიანი OLED ეკრანი გარჩევადობით 300×116 და Gorilla Glass 6 დაცვით. მასზე გამოისახება დრო და დამატებითი ინფორმაცია. ფოტოს გადაღებისას მასზე გამოსახლულება გამოდის.
  • Snapdragon 855 Plus პროცესორი 2,96 გიგაჰერცი სიხშირით.
  • 8 გიგაბაიტი ოპერატიული 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით.
  • მთავარი და ფართოკუთხოვანი კამერა 12 მეგაპიქსელზე და ეკრანში ჩაჭრილი ფრონტალური კამერა 10 მეგაპიქსელით.
  • 3300 მა/სთ აკუმლატორი
  • 15 ვატიანი სწრაფი დამუხტვა
  • უკაბელო დამუხტვა და ენერგიის გაზიარება
  • Android 10 – One UI 2.0

წინა სტატიასილიკონ ველიზე თანადაფინანსების გრანტების ბენეფიციარები აქსელერაციის პროგრამას გადიან
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით თბილისში ჰოლოგრამების მუზეუმი გაიხსნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი