ქალაქ სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID economic security პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების გრანტების ბენეფიციარები გადიან ერთთვიან აქსელერაციის პროგრამას ამერიკის წამყვან აქსელერატორში, US Market Acces Center (USMAC).

ქართველ სტარტაპერებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგები, ბაზარზე შესვლის, პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებელთა ურთიერთობის განვითარების შესახებ. მოამზადეს პრეზენტაცია მსხვილ ინვესტორებთან შესახვედრად, სადაც მათ საშუალება მიეცემათ უკეთესად გააცნონ აუდიტორიას საკუთარი ბიზნეს იდეები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ და დღეს სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე, ყოველწლიური სტარტაპ გრაინდის საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც 10-მდე ქართუი სტარტაპი და დამწყები ანტერპრენერი ესწრება.

ვიზიტი Startup Grind Tbilisi-ს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA-ს ორგანიზებით მიმდინარეობს.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი