საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ კომპანიებს მიმართავს და სთხოვს შეზღუდონ ყალბი SMS შეტყობინებების დაგზავნა.
„კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ შეუზღუდონ სმს (A2P) შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.”