კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებში თავი იჩინა სამედიცინო პერსონალისათვის თავის დამცავი ინვენტარის ნაკლებობამ.

ვეილი კორნელის საავადმყოფოს თხოვნით პერსონალური დამცავი ინვენტარის (PPE)  დამზადების საქმეში კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტროინჟინერიის დეპარტამენტი ჩაერთო. დეპარტამენტის პროფესორ კრისტინ პეტერსენს მისი თხოვნის შესაბამისად 106 ცალი 3D პრინტერი გადაეცა და მან მოხალისე სტუდენტებთან ერთად დამცავი აღჭურვილობის წარმოება დაიწყო.

სტუდენტები საკმაოდ დახელოვნდნენ „ვიზორების“ ანუ სახის დამცავების დამზადებაში.ბევრი სტუდენტი მათ წარმოებას სახლიდან გაუსვლელად ახერხებს.

3D „ვიზორ“-ის დიზაინი შვედეთში შეიმუშავეს. კორნელიე უნივერსიტეტში დღეში 500 „ვიზორ“-ს ამზადებენ და იმედოვნებენ, რომ მოხალისეების ზრდასთან ერთად მათ წარმოებას დღეში 1000 ცალამდე გაზრდიან.

წყარო  The verge.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი