NASA-ს ინოვაციური კონცეფციების (NIAC) პროგრამამ, რომელიც რადიკალურად ფუტურისტული კონცეფციების ინკუბატორია, მთვარის კრატერის რადიოტელესკოპის (LCRT) იდეა გრანტით დააჯილდოვა.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი აცხადებს მთვარის შორეულ მხარეს მოთავსებულ ტელესკოპის საშუალებით მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ სამყაროს რადიოტალღის ისეთ სიგრძეებზე დააკვირდნენ, რომელსაც, როგორც წესი, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილი ირეკლავს. დღეს ამის შესაძლებლობა მეცნიერებს არ გააჩნიათ. 10 მეტრზე მეტი სიგრძის ტალღები მეცნიერების მიერ შესწავლილი არ არის. ახალი რადიო ტელესკოპი მეცნიერებს მნიშვნელოვანი კოსმოლოგიური აღმოჩენების შესაძლებლობას მისცემს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here