Samsung ერთ-ერთია იმ მცრირერიცხოვანი კომპანიებიდან, რომლებიც სმარტფონებისთვის პროცესორებს აწარმოებს. კომპანიამ AMD-ს მხარდაჭერაც კი მოიპოვა ამ სექტორის განვითარებისთვის, რომელთან ერთადაც ამუშავებს გრაფიკულ ამაჩქარებელს RDNA არქიტრექტურის ბაზაზე მობილური მოწყოვიობებისთვის. ახლა უკვე ცნობილი ხდება, რომ სამხრეთოკრეული გიგანტი ჩიპსეტს ამზადებს Google-თან ერთად.

კორეულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ წელს Samsung და Google ერთად გამოუშავებენ მობილურ ჩიპსეტს, რომელიც 5-ნანომეტრიანი ტექპროცესით დამზადდება. საძიებო გიგანტისგან ჩიპსეტი მიიღებს გამოსახულების დამუშავების პროცესორს ISP და ნეირონულ ბლოკს NPU. ეს იქნება 8-ბირთვიანი გადაწყვეტილება ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55, ორი Cortex-A76 და ორი Cortex-78 ბირთვებისგან იქნება შედგენილი. გრაფიკას Mali MP20 ჩიპი უზრუნველყოფს, რომელიც ახალ მიკროარქიტექტურა Borr-ზე იქნება დაფუძნებული.

სავარაუდოდ ჩიპსეტი პირველად Google Pixel-ის ახალ მოდელში იქნება გამოყენებული, თუმცა უცნობია იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი სხვა მწარმოებლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ წელს კომპანია Samsung-მა შექმნა Custom SoC გუნდი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ Google-ის ახალ ჩიპსეტზე მუშაობს.

წინა სტატიამუშაობა სახლიდან: რჩევები IT პროფესიონალებისთვის
შემდეგი სტატიაNASA-მ მთვარის კრატერის რადიოტელესკოპის (LCRT) იდეა გრანტით დააჯილდოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი