Samsung-მა დასაკეცი ფლაგმანის გამოშვება დაგვიდასტურა და მეტიც, მისი რეკლამა დღეს გამთენიისას თავად Oscars-ების ცერემონიაზე წარმოგვიდგინა. მართალია, ახალი სმარტფონის სახელი სარეკლამo ვიდეორგოლში არ გაჟღერებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მას Galaxy Z Flip ერქმევა. დაზუსტებით სახელისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ ხვალ, 11 თებერვალს ოფიციალურ პრეზენტაციაზე შევიტყობთ, რომელზეც Samsung-ი კიდევ რამდენიმე ფლაგმანს წარადგენს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here