Samsung-ის შემდეგი თაობის ფაბლეტის Galaxy Note 8-ის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ვარაუდების თანახმად მას შესაძლოა ქონდეს 6.3 დიუმიანი Infinity ეკრანი, ორმაგი მთავარი კამერა და Android 7.1.1

ახალი ჭორი მომავალი მოწყობილობის ჩიპსეტს ეხება და მის თანახმად სმარტფონს ჯერ-კიდევ დაუანონსებელი Snapdragon 836 პროცესორი ექნება.

Snapdragon 836 ჩიპსეტი იქნება მნიშვნელოვნად განახლებული 835, რომელიც ჯერ ჯერობით Qualcomm-ის ყველაზე სწრაფი პროცესორია.

ჭორის თანახმად Snapdragon 836-ს ქენება რვა-ბირთვიანი 2.5 გიგაჰერციანი პროცესორი განსხვავებით 835-ის 2.45 გიგაჰერცისგან და 740 მეგაჰერციანი გრაფიკული ამაჩქარებელი. ჭორის დადასტურების შემთხვევაში Galaxy Note 8 იქნება პირველი მოწყობილობა ახალი ჩიპსეტით, რომელსაც შემდგომ მოყვება LG V30 და მეორე თაობის Google Pixel სმარტფონები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here