27-29 თებერვალს, ყაზბეგის რუმსში, კავკასიის მთების ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას საქართველოში, Touch-ი ექსპერიმენტულ ღონისძიებას გეგმავს – კრეათონსა და კონფერენციას.

ღონისძიების პროცესში, მოწვეული სპიკერები და დამსწრეები 3 დღის განმავლობაში ერთად იმუშავებენ განსაკუთრებულ შემოქმედებით პროექტზე, როგორიცაა დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფოტოპროექტები, ანიმაციური ფილმი, ილუსტრაცია, UI გადაწყვეტილებები და პერფორმანსები.

“ჩვენ გვინდა, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთად მოვუყაროთ თავი სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს – გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ და პროდუქტ მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, შინაარსის შემქმნელებს – რათა ერთობლივად შეიმუშავონ ახალი იდეები” – აცხადებს Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა.

ღონისძიება ჩატარდება ჯგუფური მუშაობის, კონფერენციისა და სხვადასხვა აქტივობების ფორმატში.

ძირითადი გამოსვლები და სემინარები/სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ისეთი კომპანიების მომხსენებლებთან როგორიცაა: DreamWorks Animation, Wargaming, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room,Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვა.

რას მიიღებენ დამსწრეები კრეატიული TOUCH-ისგან:

  • ისწავლიან, როგორ გაიზარდონ სწრაფად და მიაღწიონ ახალ მწვერვალებს კარიერაში
  • ისწავლიან, როგორ გააფართოვონ შემოქმედებითი ბიზნესი
  • შეიძენენ ლიდერობის თვისებებს მოწვეული პროფესორებისგან
  • იპოვიან ახალ პარტნიორებს, შექმნიან სამუშაო გუნდს და შეიძენენ მომხმარებელს
  • იპოვიან ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი გუნდისთვის

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძინეთ ბილეთები ბმულის საშუალებით, თუმცა ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

წინა სტატია120 მილიონი პაციენტის მონაცემი დაიჰაკა
შემდეგი სტატიაSamsung-მა დასაკეცი ფლაგმანის რეკლამა Oscars-ზე წარადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი