კონტენტზე გადასვლა
თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა

თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა. პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, დღეიდან უკვე შესაძლებელია მობაილბანკიდან თანხის მხოლოდ პირადი ნომრით გადარიცხვა, თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე.

ტრანზაქციის შესრულება ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა მობაილბანკის გადარიცხვების მენიუდან სხვასთან თანხის გადარიცხვის ღილაკი უნდა აირჩიოს და შემდეგ ადრესატის პირადი ნომერი დაამატოს. გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე. ახალი ფუნქციონალით სარგებლობა უფასოა.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!