კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის პირობებში,როდესაც 3 მილიარდამდე ადამიანი სახლშია გამოკეტილი და უკან
იხევს მათი ეკონომიური მდგომარეობა, გაჩნდა მათი დასაქმების
ქართული პროექტი AITICS. პროექტის მიზანია, შექმნას აპლიკაცია,
რომელიც კომპანიების მიერ დაკვეთილი ამოცანების მიხედვით
საჭირო ინფორმაციის დამუშავებას ისახავს მიზნად. შესასრულებელი
ამოცანებისა და მიღებული ანაზღაურების ოდენობა მომხმარებლის
სურვილზეა დამოკიდებული.
მსგავსი იდეის განხორციელება Amazon-მაც გადაწყვიტა. ასეთ
პროექტებს მსოფლიო ბაზარზე რეგიონალური შეზღუდვები
ახასიათებს. ამასთან რეგისტრაციის პროცესი კომპლექსურია და დიდ

დროს მოითხოვს. მაგალითად, Amazon-ის შემთხვევაში მხოლოდ
ვალიდაციას შეიძლება 48 საათზე მეტი დასჭირდეს. იდეის
ვალიდაციის მიზნით AITICS-ისთვის შექმნილი სარეგისტრაციო
ფორმა ერთ დღეში 150 პირმა შეავსო. მობილური აპლიკაციის
გამოშვება ივლისის თვეში იგეგმება.

წინა სტატიაფეისბუქმა კატეგორია „ფსევდო-მეცნიერება“ გააუქმა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი