Facebook-მა ოთხშაბათს კატეგორია „ფსევდო-მეცნიერება“ გააუქმა.
როგორც ცნობილია, Facebook-ს უამრავი ინტერესების კატეგორია
აქვს, რომლის მიხედვითაც კომპანიები თავისი პროდუქტების
მიზნობრივ მარკეტინგს ახორციელებე. როგორც Facebook-ის
წარმომადგენელმა The Verge-სთან ინტერვიუში განაცხადა,
„ფსევდო-მეცნიერების“ გაუქმება მოხდა Maukup მიერ ჩატარებული
კვლევების არაკეთილსინდისიერი გამოყენების გამო.
გადაწყვეტილება ნაწილობრივ პანდემიით იყო გამოწვეული.
სოციალური ქსელი კოვიდ-19-თან დაკავშირებით მილიონობით
პოსტზე გაფრთხლებებს ათავსებს. კორონა ვირუსის შესახებ
უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. Facebook-ის აღმასრულებელი
დირექტორის, მარკ ცუკენბერგის, განცხადებით, Facebook-ის
სპეციალური განყოფილება „GetThe Facts“-ს დაემატება, საიდანაც
მომხმარებლები ინფორმაციას სანდო წყაროებიდან გაიგებენ.

წინა სტატიაMessange Rooms ვიდეო-ზარების ახალი სერვისი
შემდეგი სტატიაAITICS – დასაქმების ქართული ონლაინ პლატფორმა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი