Space X-მა 58 Starlink-ის სატელიტი გაუშვა

ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე განთავსებული სასტარტო კომპლექსი LC-4-დან 13 ივნისს SpaceX-მა წარმატებით გაუშვა 58 სატელეკომუნიკაციო სატელიტებით დატვირთული რაკეტა-მატარაებლეი Falcon 9. სატელიტები განეკუთვნება სისტემა Starlink-ს, რომლის შემადგენლობაში უკვე არის 538 კოსმოსური აპარატი.

დამატებითი ტვირთის სახით Falcon 9-მ ასევე გაუშვა კოსმოსში სამი აპარატი SkySat, რომლებიც ამერიკულ კომპანია Planet Labs ეკუთვნის. მათზე განთავსებულია პორტატიული ტელესკოპები და კამერბი, რომლებიც დედამიწის ზედაპირის მონიტორინგს აწარმოებენ.

სტარტიდან 15 წუთში სატელიტების ჯგუფი გამოეყო Falcon 9-ს და დაიწყო გასვლა ელოფსურ ორბიტაზე 212 დან 386 კმ. სიმაღლეზე. შემდგომში მათი მუშაობა შემოწმდება SpaceX-ის სპეციალისტების მიერ. სატელიტები გამოიყენებენ იონურ ძრავებს, რომელბითაც ისინი სამუშაო ორბიტაზე 550 კმ-ის სიმაღლეზე ავლენ. ყოველ აპარატს აქვს ერთი მზის ბატარეა, ოთხი ანტენა, ნავიგაციის სენსორები და შეჯახების თავიდან აცილების სისტემა.

Falcon 9-ის მრავალჯერადი საფეხური 8 წუში და 42 წამში დაეშვა მცურავ პლატფორმაზე ატლანტის ოკეანეში კოსმოდრომიდან 630 კილომეტრის დაშორებით. ეს იყო მისი მესამე სამუშაო გშვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *