Microsoft-მა WSL ქვესისტემაში გრაფიკული ინტერფეისის მქონე Linux აპლიკაციების მხარდაჭერა გამოაცხადა. WSL-ში ასევე დაემატა GPU-ზე დაფუძნებული გამოთვლების მხარდაჭერა, როგორიცაა მანქანური დასწავლა, NVIDIA CUDA და DirectML-ის საშუალებით. ახლა უკვე Linux გარემოში შეიძლება TensorFlow და PyTorch-ის გაშვება.
WSL გრაფიკული ინტერფეისის მხარდაჭერა რეალიზდება GPU-ზე წვდომის ვირტუალიზაციით და დრაივერის საშუალებით, როგორიცაა dxgkrnl და Wayland პროტოკოლი.
დამტებით მაიკროსოფტმა წარმოადგინა libd3d12.so, რომელიც ფაქტიურად Direct3D 12-ის სრულფასოვანი გრაფიკულ API-ს წარმოადგენს. lib3212.so პროპრიეტარულია და თავსებადია Ubuntu, Debian, Fedora, Coentos და SUSE-ზე დაფუძნებულ დისტრიბუტივებთან.
ასევე Direct3D 12 API-ს საშუალებით არის ორგანიზებული CUDA, DirectMS და OpenCL-ის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა NVDIA-მ უკვე გამოუშვა დარივერები, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია WSL გარემოში.
სიახლე ხელმისაწვდომაი Windows 10 – 2004 ვერსიიდან.