Xiaomi-სა და Tencent-ის თანამშრომლობით წარმოადგინეს ახალი გეიმინგ სმარტფონი, რომელიც BlackShark 3-ის გაუმჯობესებული ვერსიაა.

მთავარი სიახლე BlackSark 3S-ს აქვს 6.67 დიუმიანი AMOLED ეკრანი 120 ჰერცი სიხშირით, HDR10-ის მხარდაჭერით და 270 ჰერციანი მულტითაჩ სენსორით.

ინჟინრებმა გააუმჯობესეს გაგრილების სისტემა იმისთვის, რომ სმარტფონი არ გახურდეს ხანგრძლივი სათამაშო სესიების დროს. ასევე შეიძლება დაამატოთ სპეციალური ქულერიც.

სმარტფონს აქვს სამი კამერა – საბაზისო 64 მეგაპიქსეილია, ფართოკუთხოვანი 13 მპ. და სიღრმის სენსორი 5 მეგაპიქსელზე. წინა კამერა 20 მეგაპიქსელიანია.

BlackShark 3S მუშაობს Snapdragon 865 ჩიპსეტზე, როცა კონკურენტებს უკვე აქვთ ვარიანტები ამ პროცესორის პლუს ვერსიით. სმარტფონს აქვს 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერება UFS 3.1 წარმოადგენილია 128, 256 და 512 გიგაბაიტიან ვარიანტებში.

სმარტფონის 4720 მა/სთ აკმულატორი აქვს 65 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით.

სმარტფონი ჯერ მოხლოდ ჩნეთშია წარმოდგენილი და უცნობია იქნება თუ არა გლობალური ვერსია. მისი ღირებულება 3999 იუანია რაც დახლოებით 1700 ლარამდეა.

წინა სტატიაCorning-მა ახალი Gorilla Glass Victus წარმოადგინა
შემდეგი სტატიაOppo Watch – WearOS ჭკვიანი საათი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი