Ryzen 5000
Ryzen 3000-თან მიმართებაში უცვლელი დარჩა ბირთვების რაოდენობა, TDP და კეში. ოდან შეიცვალა სიხშირეები და 50$-ით გაიზარდა ფასები. შეიძლება იფიქროთ, რომ სიხშირეების უმნიშვნელოდ გაზრდა არაფრის მომცემია და გაზრდილი ფასიც არ არის სასიამოვნო, მაგრამ Ryzen 5000 დაფუძნებულია ახალ Zen 3 მიკროარქიტექტურაზე. Zen 2-თან მიმართებაში მასში გაზრდილია ერთ ტაქტში შესრულებადი ინსტრუქციების რაოდენობა (IPC) 19%-ით. ასევე გადამუშავებულია პროცესორების სქტრუქტურაც. უფრო თუ დავაზუსტებთ დაიხვეწა შიდა CCX მოდულების სტრუქტურა. თითოეულში არის რვა ბირთვი, რომლებიც არ არის დაყოფილი კლასტრებად, ასევე საერთო L3 კეში 20 მეგაბაიტია, რაც საკმაოდ აძლიერებს წარმადობას გარკვეულ ამოცანებში.
პროცესორი | ბირთვები/ნაკადები | სიხშირეები | კეში L2+L3 | TDP | ფასი $. |
Ryzen 9 5950X | 16/32 | 3,4-4,9 ГГц | 72 МБ | 105 Вт | 800 |
Ryzen 9 5900X | 12/24 | 3,7-4,7 ГГц | 70 МБ | 105 Вт | 550 |
Ryzen 7 5800X | 8/16 | 3,8-4,7 ГГц | 36 МБ | 105 Вт | 450 |
Ryzen 5 5600X | 6/12 | 3,7-4,6 ГГц | 35 МБ | 65 Вт | 300 |
პირველ რიგში საუბარია თამაშებზე. AMD-ს პრეზენტაციის დიდი ნაწილი სწორედ თამაშების წარმადობის გაზრდას დაეთმო. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია Intel-ს ეჯიბრება და ყურადღება არც ისე მნიშვნელოვან სეგმენტზე გადააქვს, მაგრამ როგორც ჩანს მათ დარტყმა სწორედ ყველაზე მძლავრ ადგილას მიაყენეს კონკურენტს.
საერთო ჯამში Ryzen 5000 არის მომენტი, როცა სუპერ მძალვრი პროცესორები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და კონკურენტს გაცილებით მეტი პრობლემები შეუქმნა. შევცვალოთ თუ არა ძველი Ryzen 3000 ახალი მოდელით? რა თქმა უნდა უმრავლესობას ეს არ ჭირდება, მაგრამ ახალი სისტემის აწყობისას ან გარკვეული ამოცანის უფრო ეფექტურად ამოსახსნელად ახლის შეძენას გირჩევთ.