ფლორიდის სასამართლომ Apple-ის სარჩელი Corellium-ის წინააღმდეგ არ მიიღო

სასამართლომ ვირტუალური iOS-ის შემქმნელის Corellium-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ მიიღო წარმოებაში. აგვისტოში Apple-მა ისინი საოპერაციო სისტემის სრულ კოპირებაში დაადანაშაულა, რაც გრაფიკული ინტერფეისისა და სხვა iOS-ის ელემენტების უნებართვოდ კოპირებას მოიცავს.

Corellium-ის საშუალებით დეველოპერებს შეუძლიათ იპოვონ უსაფრთხოების პრობლემები iOS სისტემაში. მაგალითისთვის სერვისი საშუალებას გაძლევთ iOS-ის სხვა და სხვა ვერსიები შეადაროთ ერთმანეთს, იმისთვის რომ გაიგოთ თუ რომელ ვერსიაში დაემატა ესა თუ ის მოწყვლადობა.

სასამართლომ მტკიცებულებეად მოიყვანა ის თუ რატომ არ არის მათი პროდუქტი უბრალო “გადაფუთვა”. Corellium-ს შეუძლია ნახოს და გააჩეროს გაშვებული პროცესები, აქვს აპლიკაციებისა და ფაილების ბრაუზერი და შეუძლია სნეპშოტების რეალურ დროში გაკეთება.

2018 წელს Apple-ის საჩივრამდე კომპანიას მათი შეძენა სურდა, აღნიშნა მოსამართლემ. მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პროდუქტის მომავალი განვითარების შესახებ და პროექტის მონეტიზაციაც იგეგმებოდა.

Apple-მა მეორე სარჩელიც შეიტანა, რომლის თანახმადაც Corellium-ის პროდუქტი DMCA-ს არღვევს, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ შემდგარა. Apple ამტკიცებს, რომ Corellium მუშაობს ჩაშენებულ აუთენტიფიკაციაზე და უსაფრთხოების შემოწმებაზე, რაც უკვე რეალიზებულია აპარატულ დონეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *