სალვადორის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ბიტკოინის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურს ხდის გადახდების წარმოებისთვის. ამის შესახებ ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს საკანონმდებლო ასამბლეის ოფიციალურ ტვიტერზე დაიწერა
სალვადორი ამით პირველი ქვეყანა გახდა სადაც კრიპტოვალუტა კანონით დაშვებული გადახდის მეთოდია.
პრეზიდენტის ინიციატივით შესულმა კანონმა 84 დეპუტატიდან 62-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მის თანახმა ბიტკოინი ა.შ.შ დოლართან ერდად იქნება მიმოქცევაში. ბიტკოინით შესაძლებელი გახდება ნებისმიერი გადასახადის გადახდა და ასევე პროდუქტებსა და მომსახურეობაზე ფასების მითითება. დოლარისა და ბიტკოინის ურთიერთკონვერტაციას დაარეგულირებს ბაზარი და თავისუფალი იქნება კაპიტალის ზრდის გადასახადისგან.
მთავრობა ასევე აპირებს შექმნას ოფიციალური კრიპტო-საფულე, რომელშიც შეინახება ბიტკონი 150 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს იქნება სალვადორის განვითარების ბანკის თრასთ ფონდი, რაც ბიტკოინის და დოლარის კონვერტაციის პროცესს დააჩქარებს.
კანონში ასევე ნათქვამია, რომ ბიტკოინი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ა.შ.შ დოლარის სრულად ჩამნაცვლებელი. ჩვულებრივი ვალუტა მაინც საბაზისოდ დარჩება ბუღალტერიის წარმოებისას.