SpaceX ყიდულობს სატელიტური მონაცემების სტარტაპს Swarm Technologies. ეს გარიგება საშუალებას მისცემს გაფართოვდეს Starlink-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
Swarm-ს რომელსაც ორბიტაზე უკვე 120 მინიატურული სატელიტი SpaceBEE ყავს 16 ივლისს მიაღწია SpaceX-თან შერწყმის შეთანხმებას. შესაბამისი ცნობა უკვე გაიგზავნა ა.შ.შ-ს კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისაში (FCC). კომპანია SpaceX-ის შვილობილი სტრუქტურა გახდება და გადასცემს კონტროლს ლიცენზიებზე, რომლებიც მის სატელიტებსა და მიწისზედა სადგურებს ეხება.
შეთანხმების პირობები და ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება. Pitchbook-ის მონაცემებით Swarm-მა ბოლო დაფინანსება 2019 წელს მიიღო $85 მილიონის ოდენობით.
ეს უჩვეულო გარიგებაა SpaceX-ისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს საკუთარი ძალებით დააპროექტოს და შექმნას საკუთარი კავშირის სისტემები. თუმცა FCC-ის ლიცენზიის მოპოვება უფო რთული აღმოჩნდეს და მეტი დრო მოითხოვოს.
როგორ გამოიყენებს Swarm-ის ტექნოლოგიებს SpaceX ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგანაც Starlink-ის სატელიტები განსხვავდება SpaceBEE-გან.
Swarm 2016 წელს დაარსდა მაუნთინ-ვიუში, კალიფორნიაში. კომპანია 150 სატელიტისგან შემდგარ თანავარსკვალვედს ქმნის. Swarm-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ SpaceBEE არის “ყველაზე პატარა მოქმედი კომერციული სატელიტები კოსმოსში”. მათ აქვთ 11x11x2 სმ. ზომა. SpaceBEE დედამიწაზე განთავსებულ სადგურებთან Swarm Tile-ის საშუალებით ურთიერთობს, რომელიც ჩაშენებულია პლატაში და უზრუნველყოფს საგნების ინტერნეტის მოწყობილობების გლობალურ ქსელთან დაკავშირებას.
Swarm Tile 119 დოლარი ღირს, ხოლო უფრო დიდი ზომის ანალოგი “Eval Kit” – 499$. სერვისის სააბონენტო გადასახადი 5 დოლარია თვეში.
კომპანია საგნების ინტერნეტის სერვისს თავაზობს მომხმარებლებს, რომელთა შორისაცაა სოფლის მეურნეობა, ნაოსნობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და ტრანსპორტი.
FCC-ის ყურადღების ცენრში Swarm მაშინ მოექცა, როცა 2018 წელს არასანქცირებულად გაუშვა პირველი ოხთი სატელიტი. მაშინ კომპანიამ 900 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და რეგულატორის ნორმატივების შესრულება დაეკისრა ხუთიუ წლის განმავლობაში.