2021 წლის 10 აგვისტოს, ანტივირუსული გადაწყვეტილებების მწარმოებლებმა ამერიკული NortonLlifeLock და ჩეხურმა Avast შერწყმის შესახებ განცხადება გააკეთეს. გარიგება Norton-ს საშუალებას მისცემს ლიდერული პოზიციები დაიკავონ ბაზარზე და კლიენტების ბაზა 500 მილიონამდე გაზარდონ. გარიგება ექსპოერტებმა $8 მილიარდამდე შეაფასეს.

NortonLifeLock (ყოფილი Symantec) და Avast უკვე 30 წელია ანტივირუსულ და პირადი მონაცემების დაცვის პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებენ. კომპანიები ლიდერულ პოზიციებზე არიან ანტივირუსული გადაწყვეტილებების ბაზარზე Windows საოპერაციო სისტემისთვის. Avast-მა 1997 წელს უარი განაცხადა McAfee-ის წინადადებაზე შეყიდვასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული კომპანიებს დარჩებათ ორი შტაბ-ბინა – პრაღაში (ჩეხეთი) და ტემპში (ა.შ.შ). ახალი ანტივირუსული კორპორაციის დირექტორი Norton-ის გენ. დირექტორი ვინსენტ პილეტი გახდება. Avast-ის გენ. დირექტორი ონდრჟეი ვლჩეკი კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება.

წინა სტატიაSpaceX სატელიტური მონაცემების სტარტაპს Swarm-ს ყიდულობს
შემდეგი სტატია2024 წლიდან MasterCard-ის ბარათებზე მაგნიტური ზოლი არ იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი