კომპანიას სურს 2033 წლისთვის მაგნიტური ზოლით ბარათები საერთოდ გაქრეს.

MasterCard-ის გეგმაშია გადასვლა უფრო უსაფრთხო და მოხერხებულ ალტერნატივაზე, როგორიცაა ჩიპები და უკონტაქტო გადახდები.

მხოლოდ ჩიპიან ბარათებზე გადასვლა ევროპაში 2024 წლიდან დაიწყება, ხოლო ა.შ.შ-ში 2027 წლიდან. 2029 წლიდან MasterCard შეწყვეტს ბარათების წარმოებას მაგნიტური ზოლით, ხოლო 2033 წლისათვის ასეთი ბარათები საერთოდ გაქრება.

კომპანიის მონაცემებით პანდემიის პერიოდში უკონტაქტო ბარათებით და სმარტფონებით გადახდა საგრძნობლად გაიზარდა.

2021 წლის პირველ კვარტალში Mastercard-მა 1 მილიარდით მეტი ტრანზაქცია განახორციელა ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. 2021 წლის მეორე კვარტალში გადახდების 45% მთელს მსოფლიოში უკონტაქტო იყო.

წინა სტატიაNortonLifeLock და Avast გაერთიანდა
შემდეგი სტატიაAmazon, Apple, Google და სხვებმა ჭკვიანი სახლის ერთიანი სტანდარტის გამოსვლა 2022 წლამდე გადადეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი