Cloudflare-ის, ინტერნეტ ტრაფიკის ანალიზში სპეციალიზირებული კომპანიის მიხედვით, TikTok პირველად გამოვიდა ჩარტებში 2021 წლის დასაწყისში და ზაფხულის ბოლოდან დღემდე იკავებს #1 ადგილს მსოფლიოში.

TikTok წელს ყველგან იყო. აპლიკაცია, რომელიც ცნობილია თავისი საცეკვაო ვიდეოებით, გახდა ყველაზე პოპულარული საიტი ინტერნეტში. გუგლს — შარშანდელ გამარჯვებულსაც კი აჯობა 2%-ით.

TikTok ეკუთვნის პეკინში დაფუძნებულ ByteDance Corporation-ს და სწრაფად იზრდება. აპლიკაცია იზიდავს მომხმარებლებს თავისი სპეციალური ალგორითმით: ის მათთვის ირჩევს მხოლოდ იმ ვიდეოებს, რომლებიც მოსწონთ. 2021 წლის დასაწყისში, ByteDance-მა გამოაცხადა, რომ აპლიკაციამ მიაღწია 1 მილიარდ მომხმარებელს თვეში.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი