NASA გვატყობინებს, რომ დაიწყო ჯეიმს ვების ტელესკოპის ოპტიკის კონფიგურაცია. კოსმოსური სააგენტოს ინჟინრებმა უკვე შეამოწმეს მთავარი სარკის 126 მექანიზმისა და მეორადი სარკის 6 მექანიზმის მზადყოფნა. უახლოესი 10 დღის განმავლობაში (შესაძლოა უფრო მეტიც) სარკის სეგმენტებს გადაანაცვლებენ გაშვების კონფიურაციიდან, რომელშიც ისინი სტატრისას ვიბრაციისგან იყვნენ დაცული. ამის შემდეგ ინჟინრები შეძლებენ სამ თვიანი პროცესის დაწყებას, როცასეგმენტების ერთ სარკედ გაერთიანება უნდა მოხდეს.

ტელესკოპის მთავარი სარკე 18 ექვსკუთხა სეგმენტისგან შედგება, რომლებიც მოოქროვილია საუკეთესო არეკვლისთვის ინფრა-წითელ დიაპაზონში. მის წინა დაყენებულია მეორადი სარკე, რომლეიც ამ შუქს მიიღებს და მიმართავს სამეცნიერო მოწყობილობებზე. ტელესკოპზე მოთავსებულია: ახლო ინფრა-წითელი დიაპაზონის კამერა NIRCam, ახლო ინფრა-წითელი დიაპაზონის სპექტროგრაფი NIRSpec, საშუალო ინფრა-წითელი დიაპაზონის MIRI და FGS/NIRISS სენსორები ზუსტი დამიზნებისთვის და გამოსახულების ფორმირების მოწყობილობა ახლო დიაპაზონში და უნაპრალო სპექტროგრაფი.

პირველ რიგში NASA სარკეებს NIRCam-ისთვის მოარგებს, რომელიც ტელესკოპის უმთავრესი ინსტრუმენტია. ამის შემდეგ განხორციელდება სხვა ინსტრუმენტების პარალელური ინდივიდუალური მოწყობა.

ერთი კვირის წინ ტელესკოპმა მთლიანად გაშალა მათავარი სარკე და დაასრულა სამეცნიერო ინსტრუმენტად ტრანსფორმაციის მთავარი ეტაპები. შემდეგი გლობალური ეტაპია ტელესკოპის მიერ დანიშნულების წერტილის მიღწევა – ლა გრანჟის L2 წერტილის მიღწევა “მზე-დედამიწა” სისტემაში. გაგმის მიხედვით ამ წერტილის მიღწევა სტარტიდან 29 დღე-ღამეშია განსაზღვრული.

სავარაუდოდ მე-100 დღეს დასრულდება მოწყობილობების გაცივება. 120-ე დღეს ინჟინრები გეგმავენ დაასრულონ გასწორება სამუშაო ორბიტაზე, სამეცნიერო მოწყობილობების კალიბრაციასა და მორგებას. მოსალოდნელია, რომ პირველ მონაცემებს ტელესკოპი უკვე 2022 წლის ივნისში გადმოგვცემს.

წინა სტატიაCES 2022: Intel-მა მე-12 თაობის სამაგიდო პროცესორები წარმოადგინა
შემდეგი სტატიაApple ითხოვს ყველა თანამშრომელმა მიიღოს ბუსტერ დოზა COVID-19-ის წინააღმდეგ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი