რუსეთში Apple Rus LLC-ის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი შეიტანეს Apple Pay-ის არამუშაობის გამო, იუწყება კომერსანტი.

სარჩელი მოსკოვის პრესნენსკის სასამართლოში 26 აპრილს შევიდა. ის არ არის რეგისტრირებული სასამართლოს მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მოსარჩელეებმა გამოცემას მიაწოდეს მისი გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საქმეში Apple-ის ტექნოლოგიის 20 მფლობელია ჩართული. სარჩელში ნათქვამია, რომ მყიდველებმა შეიძინეს მოწყობილობები გამართულად მოქმედი სერვისით, მაგრამ არასწორად ჩამოერთვათ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობა.

მოსარჩელეები მოითხოვენ არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას თითოეულისთვის 10000 რუბლის ოდენობით, ასევე საქონლის „ღირებულების თანაზომიერ შემცირებას“. ის სასამართლომ უნდა დაადგინოს ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე.

წინა სტატიაApple-ის 30% საკომისიო ელონ მასკის აზრით გადამეტებულია
შემდეგი სტატიაTeamViewer – რუსეთსა და ბელარუსში დაიბლოკა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი