iFixit-მა გამოავლინა ორი სერიოზული ხარვეზი iPhone-ის თვითრემონტის პროგრამაში, რომელიც Apple-მა ახლახანს დაიწყო.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნაწილების შესაძენად მომხმარებლებმა უნდა შეიყვანონ მოწყობილობის სერიული ნომერი ან IMEI. წინააღმდეგ შემთხვევაში, Apple არ გაყიდის სათადარიგო ნაწილს.

შეძენილი ნაწილების დაყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ მოწყობილობაზე, რომლის IMEI იყო მითითებული შეკვეთისას. შეკეთების შემდეგ, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Apple-ის პარტნიორს, რათა დისტანციურად დააკავშიროს ნაწილები iPhone-თან.

ამრიგად, მომხმარებლები ვერ შეძლებენ უბრალოდ შეიძინონ დისპლეი და დააინსტალირონ ის ნებისმიერ iPhone-ზე. Apple არ გაყიდის ნაწილს და თუ როგორმე ეს ნაწილი მიიღეთ, ის არ იმუშავებს.

წინა სტატიაიაპონიაში შექმნეს საჭმელი ჯოხები, რომლებიც საკვებს უფრო მარილიანსა და გემრიელს ხდის
შემდეგი სტატიაBelkin 2022 წელს გამოუშვებს მსოფლიოში პირველ iPhone-ის საჰაერო დამტენს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი