პრესრელიზი
BAKOTECH, კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების დარგის წამყვანი დისტრიბუტორი, შეტეხვის და შეტევის სიმულაციის (Breach and Attack Simulation) სფეროში პიონერთან, Picus Security-სთან პარტნიორობის დაწყების შესახებ იტყობინება.
BAKOTECH გადაწყვეტილებათა პორტფელში Picus Complete Security Control Validation Platform-ს დაამატებს და BAKOTECH-ის საპარტნიორო ქსელის მეშვეობით ის ხელმისაწვდომი იქნება აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
პლატფორმა Picus რეალური კიბერშეტევების სიმულირებით უსაფრთხოების სამსახურებს საკუთარი დაცვის ეფექტურობის მუდმივად შემოწმებასა და საფრთხის აღმოჩენისა და მისი თავიდან აცილების კუთხით არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრაში ეხმარება. ეს გადაწყვეტილება კლიენტებს კიბერმდგრადობის უკეთ განსაზღვრის და ოპტიმალური დაცვის მიღწევის საშუალებას აძლევს.
იმის შესახებ მეტის გასაგებად, თუ როგორ ეხმარება Picus Security-ის შეტეხვის და შეტევის სიმულაციის ტექნოლოგია ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შემოწმებაში, 18 ოქტომბერს BAKOTECH ატარებს ვებინარს „Picus Security: კიბერმდგრადობის შეფასება შეტეხვის და შეტევის სიმულაციის მეშვეობით“.
რეგისტრაცია: https://bit.ly/3DBGswo
„კიბერშეტევათა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ორგანიზაციებს პროაქტიული მიდგომები და მათთვის ყველაზე დიდი საფრთხეების შესახებ მეტად ინფორმირება ესაჭიროებათ“, – აცხადებს მიროსლავ ბონდარი, BAKOTECH-ის B1-ი დეპარტამენტის დირექტორი – „ტექნოლოგია Picus BAS კომპანიებს საფრთხეებისადმი საკუთარი მზაობის ნებისმიერ მომენტში შემოწმებისა და მედეგობის ასამაღლებლად სწრაფად მოქმედების საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით უსაფრთხოების სამსახურები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ კონტროლის მექანიზმები სათანადოდ მუშაობს და რომ უსაფრთხოებაში ინვესტირება მაქსიმალურად ეფექტიანია“.
Picus პლატფორმის საფრთხეთა მდიდარი ბიბლიოთეკა ათასობით რეალურ შეტევას შეიცავს და ის ექსპერტების მიერ ყოველდღიურად ახლდება. ბიბლიოთეკაში შეხვდებით ზიანის მომტან პროგრამათა უახლეს ტიპებს, პროგრამა-გამომძალველებსა და მეთოდებს, რომლებიც დახელოვნებული კიბერდამნაშავეების მიერ გამოიყენება. ქსელური უსაფრთხოების ყველა გაშვებული პროდუქტის შემოწმებისას, SIEM და EDR და საერთო შეფასებისას, პლატფორმა Picus უსაფრთხოების შესაძლებლობებზე სრულფასოვან წარმოდგენას იძლევა. ის, ასევე, MITRE ATT&CK Framework-თან იმიტაციის შედეგებს ადარებს.
„უსაფრთხოების შემოწმება აუცილებელია, რათა უსაფრთხოების სამსახურებმა კომპანიების ოპერაციული მედეგობის მუდმივად ამაღლება შეძლონ. ტექნოლოგია Picus არა მხოლოდ პოტენციურ ხარვეზებზე მიუთითებს, არამედ მათთან ბრძოლის თაობაზე რჩევებსაც იძლევა: მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას შედეგების შერბილების და რეკომენდაციებს არსებული ინსტრუმენტების ოპტიმალური წარმადობის მხარდაჭერის თაობაზე“, – აცხადებს რუსლან მურადოვი, BAKOTECH-ში Picus Security ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი.
ელ. ფოსტა დემოს მოთხოვნისთვის – [email protected]
ვებგვერდი – picussecurity.bakotech.com
კომპანია BAKOTECH-ის შესახებ
BAKOTECH – საერთაშორისო კომპანია, რომელიც ლიდერის პოზიციას იკავებს ფოკუსური Value Added IT დისტრიბუციის სფეროში და მსოფლიოში წამყვანი IT მწარმოებლების გადაწყვეტილებათა მიმწოდებელია. True Value-Added IT დისტრიბუტორად პოზიციონირებით, BAKOTECH უზრუნველყოფს გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომ პროფესიონალურ, მარკეტინგულ, ტექნიკურ მხარდაჭერას პარტნიორებისთვის და საბოლოო შემკვეთებისთვის.
კომპანია Picus Security-ს შესახებ
Picus Security პიონერია Breach and Attack Simulation ტექნოლოგიისა. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ენდობიან Picus Complete Security Control Validation Platform-ს, რომელიც კიბერშეტევათა კუთხით მუდმივად ამოწმებს უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობას და მათი ოპტიმიზაციისთვის ანალიტიკური მონაცემების შემოთავაზებაც შეუძლია. კომპანიას სავაჭრო პარტნიორებისა და ალიანსთა პარტნიორების გლობალური ქსელი აქვს. Picus-ის ოფისები მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.