იაპონური ტექნოლოგიური კომპანია, Rakuten Viber-ი საქართველოში 30 დღიან უფასო მარათონს გამართავს. Viber Camp ასე ქვია ფართომასშტაბიან მარათონს, რომელიც კონტენტის შემქმნელთა უნარების გასაუმჯობესებლად ჩატარდება.
პროექტი პირველად ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარათონის ფარგლებში, Viber-ის ქართველი მომხმარებელი ისწავლის, თუ როგორ შექმნას არხი აპლიკაციაში, როგორ გაზარდოს მიმდევრობის რაოდენობა და გამოიმუშავოს საკუთარი წერის სტილი.
მასშტაბური ციფრული 30 დღიანი გამოწვევა ავტორებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის არის განკუთვნიული. მარათონი სპეციალურ Viber Camp Chatbot-ში ჩატარდება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა დავალებებს მიიღებენ. მათ თეორიული და პრაქტიკული დავალებების შესრულება მოუწევთ.
Viber camp-ის მენტორები გიორგი კონტუაძე და ზარენა კანჩაევა არიან, რომლებიც მარათონის მონაწილეებს მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებენ.

საბოლოოდ, 10 ფინალისტი გამოვლინდება. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შერჩეული კანდიდატებიდან სამი გამარჯვებული შეარჩიონ. მათგან ერთი ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება, ორს კი მენტორები აირჩევენ.
შედეგების მიხედვით, გამარჯვებულები შემდეგი პრიზებით დაჯილდოვდებიან:$20 000 არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტით და iPad Air Gen5-ით. დანარჩენი 7 ფინალისტი კი, $5 000 ოდენობის არხის პოპულარიზაციის ბიუჯეტს მიიღებს Viber-ში.
თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი მოიგოს მთავარი პრიზი.

მარათონში მონაწილეობა უფასოა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Rakuten-ი თითქმის ნახევარი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, მობილური აპლიკაციების განვითარებაზეა ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ Rakuten-მა საკომუნიკაციო პლატფორმა Viber-ი 900 მილიონ დოლარად 2014 წელს შეიძინა. კოპმანიას ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, მათ შორის: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ისრაელში და სხვებში.

წინა სტატიაApple-მა შესაძლოა გამოუშვას 27 დიუმიანი მინი LED მონიტორი 2023 წლის დასაწყისში
შემდეგი სტატიაქართული ონლაინ თამაშის “მარტივი ლოგიკის” განახლებული აპლიკაცია გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი