ვიდეო-ჩათის და მესიჯობაზე საუბრისას იმავდროულად Skype გვახსენდება. Skype-მა შემოიკრიბა ძალიან დიდი აუდიტორია მანამდეც კი სანამ 2011 წელს Microsoft იყიდდა ამ პროდუქტს. ამ ფაქტის შემდეგ კი სერვისის მომხმარებელთა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა.

Skype საშუალებას გვაძლევს გავაგზავნოთ ტექსური გზავნილები, ასევე გავმართოთ ვიდეო-ჩათი და ეს ყველაფერი უფასოა. თუმცა Skype არ არის ამ ფუნქციონალის მატარებელი ერთადერთი ოპცია.

შეგაძლოა გინდათ გამოცადოთ ახალი აპლიკაცია. შემოგთავაზებთ სხავდასხვა ალტერნატივებს, რომლებიც ორივე, როგორც მობილურ ასევე დესკტოპ პლატფორმაზე მუშაობს.

1. WhatsApp

ძალიან პოპულარული ალტერნატიული აპლიკაციია WhatsApp. აპლიკაცია არის უფასოდა ხელმისაწვდომია ორივე პლაფტორმაზე. შესაძლოა ის არ იყოს ვიზუალურად ისეთივე მომხიბლავი, როგორც Skype, მაგრამ ფუნციონალი უმთავრესია. მას აქვს ვიდეოების, ფოტოების და სხვა ფაილების სწრაფი გაზიარების შესაძლებლობა, შეგვიძლია შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც მოიცავს 256-მდე წევრს. აპლიკაციის გამოსაყენებლად ექაუნთის ქონაც კი არ არის საჭირო – საკმარისია მხოლოდ მობილურის ნომერი. ბოლო პერიოდში WhatsApp-ს დაემატა Android და iOS მოწყობილობებზე ჯგუფური ვიდეო ზარების განხორციელების ფუნქცია.

2. Viber

შემდეგი შესანიშნავი ალტერნატივა, რომელიც გვთავაზობს უფასო ხმოვან და ვიდეო ზარების განხორციელების შესაძლებლობას.

Viber ხელმისაწვდომია Android, iOS, Windows 10 და დესკტოპ პლატფორმებზე, როგორც Mac-ზე ასევე Linux-ზე. მობილური მოწყობილობების მომხმარებლბზე აპლიკაციაში დარეგისტირება მობილური ნომრის საშუალებით შეუძლიათ. Viber გვთავაზობს ტექსტურ, აუდიო და ვიდეო ზარების განხორციელების საშუალებას უფასოდ. ჯგუფური ზარების განხორიციელება ამ აპლიკაციაშიც შეგიძლიათ. სერვისს თან ახლავს სტიკერების პაკეტები. აპლიკაცია თავისუფალია რეკლამებისაგან.

3. Talky

უფასო, ვებ ბრაუზერზე დაფუძნებული ჩათის სერვისი, რომელიც არ საჭიროებს პროგრამულ უზრუნველყოფას.

Talky ცოტათი განსხვავებული სერვისია. ის ძირითადად ორიენტირებულია მესიჯობაზე და არის ვებზე დაფუძნებული სერვისი. iOS-ზე ხელმისაწვდომია აპლიკაციაც, თუმცა თუ ტრადიციულ ჩათზე ორიენტირებულ სერვისს ელოდებით, სხვა აპლიკაცია უნდა ეძებოთ. სერვისი საშუალებას გვაძლევს გავმართოთ ვიდეო-ჩათი რომელიც მოიცავს 15-მდე წევრს. Talky იდეალურია არა მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის, არამედ ჯგუფური სამუშაობის შესასრულებლად. ის საშუალებას გვაძლევს ეკრანი გავუზიაროთ თანამოსაუბრეს ან ვნახოთ რა ხდება მის ეკრანზე.

4. ooVoo

სახალისო ვიდეო-ჩათი ემოჯითა და სტიკერებით.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე. ooVoo გვთავაზობს უფასო ვიდეო ზარების განხორციელების საშულებას და წევრების რაოდენობა შეზძუდულია 12 ადამიანამდე. იმისათვის, რომ სხვა ადამიანებთან თქვენი დაკავშირება მოხდეს, სერვისი იყენებს თქენს მეილს, შიდა მესიჯებს და სოციალურ ქსელებს – ამგვარი მიდგომა ყველა მომხმარებლისათვის კომფორტული არ არის. საინტერესო ფაქტია, რომ ზარებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ მათაც კი ვინც ooVoo-ს მომხმარებლები არ არიან, რადგან მათ შემავალი ზარი Facebook-ზე უფიქსირდებათ.

ემოჯი, სტიკერები და GIF ანიმაციები უხვადაა ooVoo-ში, მათი გამოყენება ვიდეო ზარის განხორციელების პროცესშიც არის შესაძლებელი. თავად სერვისი ooVoo უფასოა, თუმცა მათ აქვთ სხვადასხვა მეთოდები გადაგახდევინონ ფული – მაგალითად, ისინი ყიდიან ავატარებს აპლიკაციის ფარგლებში.

5. WeChat

ვებ, დესკტოპ და მობილური ჩათი, ასევე ახლომახლო მყოფი ადამიანიების ძიების ფუქცია

WeChat ძირითადად მობილური აპლიკაციაა, რომელიც ხელმისაწვდომია iOS, Windows Phone და Android პლატფორმებზე, თუმცა ვებზე დაფუძნებული ვერსიის გამოყენების შესაძლებლობაც არსებობს. თუმცა, სამწუხარო ფაქტია, რომ ვებზე დაფუძნებული სერვისის გამოსაყენებლად აუცილებელია რომ მობილური ტელეფონი გვქონდეს.

WeChat გვთავაზობს აუდიო, ვიდეო და ტექსტური ჯგუფური ჩათების განხორციელების საშუალებას. მობილურ პლატფორმაზე SMS-ებიც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ამ აპლიკაციით. WeChat სოციალური ქსელის ტერიტორიზეც გადადის რამეთუ საშუალებას გვაძლევს ახლოს მყოფი ახამიანების ნახვის ფუნქციის გააქტიურებით შევხვდეთ და გავიცნოთ ისინი.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here