ახალი გამოგონება ვირტუალურ სამყაროში სუნის გადატანას შეუწყობს ხელს

ახალი გამოგონება ვირტუალურ სამყაროში სუნის გადატანას შეუწყობს ხელს

სუნის აპარატი, ეგრეთ წოდებული ოლფაქტომეტრი, საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ სუნი ვირტუალურ რეალობაში. სტოკჰოლმის უნივერსიტეტმა შეიმუშავა ახალი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება 3D პრინტერებზე დაიბეჭდოს. კვლევა International Journal of Human–Computer Studies-ში გამოქვეყნდა.
”ვიმედოვნებთ, ახალი ტექნიკური შესაძლებლობები იქამდე მივა, რომ სუნი თამაშის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს,” – ამბობს იონას ოლოფსონი, ფსიქოლოგიის პროფესორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი.

ოლფაქტომეტრი


სატესტო თამაშში მონაწილე ვირტუალური ღვინის სარდაფში მოძრაობს, სხვადასხვა ტიპის ღვინით ვირტუალურ ჭიქებს აგროვებს და არომატების გამოცნობას ახერხებს. პატარა არომატული აპარატი ვირტუალური რეალობის სისტემის კონტროლერთან არის დაკავშირებული, როცა მოთამაშე ჭიქას აწევს, ის სურნელს გამოყოფს.
ოლფაქტომეტრი შედგება ოთხი განსხვავებული სარქველისგან, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია არხთან. შუაში ვენტილატორია, რომელიც ჰაერს მილში იწოვს. მოთამაშეს კომპიუტერის დახმარებით შეუძლია გააკონტროლოს ოთხი არხი, რათა გახსნას და სხვადასხვა არომატის ნაზავი მისცეს.
„ეს ნიშნავს, რომ არომატის აპარატის გამოყენება შესაძლებელია ღვინის დეგუსტატორების ან პარფიუმერების მოსამზადებლადაც კი.”- ამბობს იონას ოლოფსონი.
პროფესორისვე განმარტებით, მათ ვინც COVID-19-ის გადატანის შემდეგ ან სხვა მიზეზით ყნოსვა დაკარგა, ტექნოლოგია შესაძლებლობას მისცემს თამაშზე დაფუძნებული მეთოდით ყნოსვა აღიდგინონ.
თამაში სხვადასხვა სირთულის დონისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ აპარატის კოდები, ნახატი და ინსტრუქცია ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომია, ისევე როგორც ღვინის დეგუსტაციის თამაშის კოდი.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

ათეისტი ევოლუციონისტი მეცნიერი Anthropic-ის Claude-ს 72 საათის განმავლობაში ესაუბრა და ახლა სჯერა, რომ ის ცნობიერია
AI

ათეისტი ევოლუციონისტი მეცნიერი Anthropic-ის Claude-ს 72 საათის განმავლობაში ესაუბრა და ახლა სჯერა, რომ ის ცნობიერია

მეცნიერებმა ფოტონის ტელეპორტაცია 270 მეტრის მანძილზე განახორციელეს
მეცნიერება

მეცნიერებმა ფოტონის ტელეპორტაცია 270 მეტრის მანძილზე განახორციელეს

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ
AI

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ

მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს ჩამრთველები, რომლებიც ბეტა-ამილოიდური ბალთების გასუფთავებას ააქტიურებს
მეცნიერება

მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს ჩამრთველები, რომლებიც ბეტა-ამილოიდური ბალთების გასუფთავებას ააქტიურებს

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში
AI

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია
სიახლეები

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა