საქართველოს IT ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების რიგით მე-12-ე კონფერენცია გაიმართება. GITI-ის რეგიონალური ღონისძიება 1-2 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდება. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების მთავარი თემა კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციები იქნება.

ICT-ის და IT ინოვაციების სფეროში ეს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური ღონისძიებაა.
წლების განმავლობაში, კონფერენცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო კიბერუსაფრთხოებისა და ICT სფეროს ექსპერტებისთვის პროფესიული ურთიერთობების და საერთაშორისო თანამშრომლობის დასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ მასშტაბური რეგიონული კონფერენცია 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება, თუმცა ბოლო ორი წელი კოვიდ პანდემიის გამო აღარ ჩატარებულა.

ბოლო კონფერენცია 2019 წელს გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

  • ტეგები
  • GITI
წინა სტატიაWhatsApp-ის მუშაობა აღდგა
შემდეგი სტატიაახალი გამოგონება ვირტუალურ სამყაროში სუნის გადატანას შეუწყობს ხელს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი