ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური რიგით მე-12 კონფერენცია ტარდება. საქართველოს IT ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების ღონისძიება, რომელიც 1-2 დეკემბერს იმართება, კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების თემას მიეძღვნება.
GITI კონფერენციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს და დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ არის შესაძლებელი, რომელიც 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებაზე პრეზენტაციის გაკეთების მოთხოვნის დასარეგისტრირებელად კი ამ მოთხოვნის წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
GITI-ის ინფორმაციით, რეგისტრირებული სპიკერი არ ნიშნავს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად მოხვდება. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, პრეზენტაციის შინაარსისა და მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს. პრეზენტაცია მაქსიმუმ 10-15 წუთი გაგრძელდება და მასზე წარმოდგენილი სლაიდები ინგლისურ ენაზე უნდა იყოს. ხოლო გამოსვლა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
რაც შეეხება პროექტების კონკურსში მონაწილეობას, მსურველებმა (საჯარო და კერძო სექტორიდან) პროექტი უნდა დაარეგისტრირონ.
კონკურსში განაცხადის გაკეთების დროს პროექტის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე უნდა აიტვირთოს. ინფორმაცია, პროექტის შესახებ, რაც შეიძლება დეტალურ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. ნათლად უნდა ჩანდეს თუ რატომ უნდა იყოს ეს კონკრეტული პროექტი ამ კონკრეტულ ნომინაციაში საუკეთესოდ მიჩნეული.
“რომელიმე სახით რეგისტრაცია არ გულისხმობს თავისთავად სხვა სახით რეგისტრაციასაც. მაგალითად, თუ დარეგისტრირდით როგორც პრეზენტაციის წარმდგენი, ასევე აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ როგორც მონაწილეც.
კონკურში პროექტის რეგისტრაცია არ გულისხმობს რომ გსურთ პრეზენტაციის წარდგენა. თუ გსურთ პრეზენტაციის გაკეთება ასევე დამატებით უნდა დარეგისტრირდეთ როგორც პრეზენტაციის წარმდგენი.”

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელიც 2008 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მას ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Microsoft, Orient Logic, Greennet, Identomat, UK Aid, UNDP, Giz და სხვა საერთაშორისო კომპანიები.

  • ტეგები
  • GITI
წინა სტატიაApple AirPods-ის ყურსასმენები სმენა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება
შემდეგი სტატიაApple-ის iCloud.com-ის ინტერფეისი განახლდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი