Apple-მა საბოლოოდ გამოუშვა iCloud-ის განახლებული ვებსაიტი, სადაც აპლიკაციები სიმბოლოების ნაცვლად ვიჯეტის სტილშია მოწყობილი. მანამდე წარმოდგენილი საცდელი დიზაინი ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
iCloud.com-ის ახალი, თანამედროვე დიზაინი მომხმარებელს Apple-ის ყველა სერვისზე სწრაფ წვდომას აძლევს, მათ შორის: Latitude, Mail, Contacts, Calendar, Photos, iCloud Drive, Notes, Reminders და Pages. ასევე შესაძლებელია iCloud ანგარიშის პარამეტრების მართვა, როგორიც არის iCloud+ გამოწერის შეცვლა და iCloud შენახვის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება.

iCloud-ის საიტზე ძველი ინტერფეისით შესვლისთანავე მხოლოდ აპლიკაციის სიმბოლოები ჩანდა, ახლა კი შესაძლებელია აპლიკაციების ქვეშ დამატებითი დეტალების ნახვა, როგორიც არის, Reminder-შეხსენება, ჩანაწერები(notes), გვერდები და ფოტოები.

საწყისი გვერდი სრულად კონფიგურირებადია, თითოეულ აპლიკაციას საკუთარი ვიჯეტი აქვს.

წინა სტატიაGITI კონფერენციაზე რეგისტრაციის მსურველებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი