Mojo Vision-ის მიერ შექმნილი კონტაქტური ლინზა მომხმარებელს ახალ, დამატებით ფუქნციებს სთავაზობს.
ლინზა მსოფლიოში ყველაზე პატარა ეკრანის მსგავს მოწყობილობას შეიცავს, რომელსაც დინამიური გამოსახულების ჩვენება შეუძლია. მისი დიამეტრი – 0,5 მმ-ზე ნაკლებია 14000 პიქსელ ინჩზე. იგი აღჭურვილია შესაბამისი პროცესორით და რადიომიმღებით. ობიექტივი შეიცავს საკმარის აქსელერომეტრებს, ჰიროსკოპებს და მაგნიტომეტრებს თვალის მოძრაობების გასაკონტროლებლად, რაც საშუალებას აძლევს გამოსახულებას დარჩეს სტაბილური მაშინაც კი, როდესაც ადამიანი თვალებს ამოძრავებს.
მოწყობილობის გარე რგოლში ჩაშენებულია სამედიცინო კლასის მიკრო-ბატარეა, რომელიც საკმარისი იქნება, რომ პროდუქტის საბოლოო ვერსიამ მთელი დღე იმუშაოს. ასევე ენერგიის მართვის სქემები და უსადენო დატენვის სისტემა.

ლინზის გაკონტროლება ხელების გარეშე, მხოლოდ თვალის მოძრაობით იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, შემქნელების განმარტებით, მოწყობილობა მომხმარებელს თვალის დახამხამებაში ხელს არ შეუშლის.

ლინზის დატესტვა დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა ჯერ უცნობია როდის გამოიტანენ პროდუქტს ბაზარზე. ლინზის შემქმნელების თქმით, ფასი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც მაღალი დონის სმარტფონს აქვს.

წინა სტატიაახალი გამოგონება ვირტუალურ სამყაროში სუნის გადატანას შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატიაiPhone 15-ს ექნება USB-C პორტი. Apple ამისთვის უკვე მოემზადა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი