ფილ სპენსერმა გამოაქვეყნა ფოტო Fallout სერიის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

სურათზე, სხვადასხვა საკოლექციო ნივთების გარდა, განათდა ახალი Xbox-ის კონსოლი, კოდური სახელწოდებით Keystone. ის Xbox Series S-ის მსგავსია და განკუთვნილია ღრუბლოვანი თამაშებისთვის.

ჭორების თანახმად, სიახლე 4K ფორმატში თამაშის საშუალებას მოგცემთ და მისი ღირებულება 99 დოლარი იქნება. მოყვება გეიმპედი.

ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს Microsoft კონსოლს. 12 ოქტომბერს კომპანიას აქვს Surface მოწყობილობებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია.

წინა სტატიაილონ მასკი Twitter-ის ახალი მფლობელია
შემდეგი სტატიაპირველად საქართველოში Web3-ის კონფერენცია ჩატარდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი