მზის ენერგიაზე მომუშავე AirPods ფანტასტიკის სფეროს სულაც არ წარმოადგენს. მობილური ელექტრონიკის დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-ის პირველი ასეთი გაჯეტი შესაძლოა 2024 წლისთვის შვედურ კომპანია Exeger-თან პარტნიორობით გამოჩნდეს. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია, სურთ თუ არა მომხმარებლებს ახალ სტანდარტზე გადასვლა.

ცოტა ხნის წინ გაყიდვაში უკაბელო ყურსასმენები გამოჩნდა ჩაშენებული მზის პანელებით. საუბარია Urbanista-ს (Los Angeles) და სპორტულ კომპანია Adidas-ის (RPT-02 SOL) ყურსასმენებზე.
მზის პანელები ყურსასმენის თავზეა დამალული, რომელსაც მზის შუქი პირდაპირი ხვდება, ეს კი ენერგიის გამომუშავებას მაქსიმალურად ზრდის.
Urbanista და Adidas-ი თავიანთ მოდელებში ერთი და იგივე კომპანიის – Exeger-ის მოქნილ პანელებს იყენებენ. მათ მუშაობას Powerfoyle ქვია. მზის პანელების სისქე მხოლოდ 1.3 მმ-ია. ტექნოლოგია ტიტანის დიოქსიდის ზოლებს ეფუძნება, რომლებიც დაფარულია ბუნებრივი საღებავით. საღებავი შთანთქავს სინათლის ფოტონებს, შემდეგ კი ელექტრონებად გარდაიქმნება.
Exeger-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯოვანი ფილის თქმით, Powerfoyle-ის პანელები ყურსასმენებზე ზაფხულის მზის ქვეშ 20 წუთში შეძლებენ საკმარისი ენერგია მიიღონ, რათა შემდგომ ერთი საათის განმავლობაში მუსიკა დაუკრან. მზის გარდა, მას ენერგიის დონის შევსება ხელოვნური განათებითაც შეუძლია.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ „მზის“ ყურსასმენების მწარმოებლები მკვეთრი ზომების მისაღებად ჯერ მზად არ არიან – მათ აქსესუარებს ჩაშენებული ბატარეა და დამტენი ჯერ კიდევ აქვთ. ანუ ყურსასმენების დატენვა მაინც ელექტროენერგიიდან შეიძლება, მაგალითად ღამის საათებში.

ეს კიდევ ერთი მცდელობაა შეიქმნას ისეთი მოწყობილობა, რომელსაც დიდხანს და დატენვის გარეშე მუშაობა შეეძლება. ექსპერტების აზრით, Apple დიდი ხანია დაინტერესებულია ისეთი ტექნოლოგიებით, როგორიცაა Exeger-ი. მათივე შეფასებით, ასეთი მოწყობილობა ბრენდის თაყვანისმცემლების მიერ საკმაოდ დადებითად იქნება მიღებული.

წინა სტატიაGITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება
შემდეგი სტატია3D პრინტერით შექმნილ ქვევრში ყურძენი ჩაწურეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი