უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – FDI გრანტის ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულმა კომპანიამ „Lineate”-მა ხელშეკრულება გააფორმეს.
“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განმარტებით, “ლინეატი” სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკული კომპანია 85-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო FDI გრანტის ფარგლებში, დამატებით 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანაში 700,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„Lineate“ პირველი კომპანიაა, რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობით FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.
სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.

პროგრამის მიზანი საქართველოში პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისებაა, რათა მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში ახალი ინვესტიციები განახორციელონ. ეს კი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ „Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის 2022 წლიდან საქართველოშიც ოპერირებს.

წინა სტატიაქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა
შემდეგი სტატიადასაკეცი Iphone უკვე რეალობად იქცა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი