ქართულმა სტარტაპმა Pharao-მ საერთაშორისო ღონისძიებაზე Unicorn Startup Battle International-ზე ინტერნაციონალურ ეტაპზე გაიმარჯვა და ფინალში მოხვდა. ღონისძიების ფინალი დეკემბერში გაიმართება, სადაც საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად, Pharao სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებთან ერთად შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა სტარტაპმა ჯერ საქართველოში ჩატარებულ Unicorn Pitches Georgia-ზე გაიმარჯვა, რომელიც 28 ივლისს საქართველოში პირველად ჩატარდა. Pharao-მ ჟიურის ონლაინ კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ქულა მიიღო და Unicorn Battle-ზე ქვეყნის სახელით წარსდგა.
ქართული სტარტაპი გრაფიკული დიზაინერების ჯგუფის მიერ შეიქმნა. Pharao სპეციალური, ლაზერული სკანერით ადამიანების 3D ავატარების ბიბლიოთეკას ქმნის, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი.
სტარტაპის დამფუძნებელი, გივი გამყრელიძე “ნავიგატორთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სტარტაპ სამყაროში გამართული ღონისძიებები პროდუქტის ვალიდაციისთვის მნიშვნელოვანია.
“სტარტაპი Pharao ნამდვილი ადამიანების რეალისტურ 3D ავატარების ბიბლიოთეკას აკეთებს , რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ციფრულ ინდუსტრიაში, მაგალითად, თამაშებში, მეტავერსებში, ფილმებში და ა.შ.
ყველა ღონისძიება მნიშვნელოვანია რაც სტარტაპ სამყაროში ტარდება, რადგან იდეის და პროდუქტის ვალიდაციის საშუალებას გაძლევს. Unicorn Pitches Georgia ჯერ საქართველოში ჩატარდა და მოვიგეთ, შემდგომ საერთაშორისო ღონისძიებაზე გავედით და მოვიგეთ, სამ კატეგორიაში პირველ ადგილზე გავედით. ახლა ფინალურ ეტაპზე ვართ და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ფინალში გამარჯვეულ სტარტაპებს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან, ორი შეჯიბრი ჩატარდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრეზენტაციის გაკეთება ორჯერ მოგვიწევს, მენტორები, ჟიურის წევრები და ინვესტორები ბევრი ქვეყნიდან ერთვებიან, დროები განსხვავებულია, ამიტომ ორ სხვადასხვა Time zone-ის მიხედვით ჩატარდება. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კრეატიულობას და ასევე გუნდს, რომელიც სტარტაპის უკან დგას.
ჩვენი სამომავლო გეგმის მიხედვით, გვინდა რომ სტარტაპი იმ დონემდე გავზარდოთ, გადავიქცეთ ნამდვილი ადამიანების რეალისტური 3D ავატარების ყველაზე დიდ პლატფორმად მთელ მსოფლიოში. ამისთვის ხელშეკრულებებს ვაფორმებთ მოდელებთან, რათა მათი დაცვა შევძლოთ, ასევე მყიდველებისაც და სკანირება მოვახდინოთ, რომ გაციფრულების პროცესში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩავრთოთ.” – აღნიშნავს გივი გამყრელიძე.

Unicorn.Events ყველაზე დიდი გლობალური პიტჩ კონკურსია მზარდი სტარტაპებისთვის. ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს ინვესტორებთან უშუალოდ ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევათ.

წინა სტატიააშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჩინელ ჯაშუშებს Huawei-ის წინააღმდეგ გამოძიებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი