ევროპის ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა ქსელის (EBAN) დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი გური ქოიავა შეუერთდა, რომელიც საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” თანადამფუძნებელია.
გური ქოიავა EBAN-ის დირექტორთა საბჭოში 2 წლის ვადით აირჩიეს. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ყურადღების ცენტრში მოექცეს.
საქართველოს უმსხვილესი ანგელოზ ინვესტორთა ქსელი “აქსელი” 2021 წელს შეიქმნა და უკვე 70-ზე მეტ წევრს აერთიანებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მისი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა “ჭკვიანი ფულის” ინვესტირების ფასილიტაციით ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მეწარმეებში. 2021 წლის დეკემბრიდან აქსელი EBAN-ის წევრია.
EBAN ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპული ქსელია, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.
წინასწარი პროგნოზირებით, სექტორი წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს და ევროპის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მხრივ.

წინა სტატიარიგით მეორე ჰიბრიდული კონფერენცია WEB3 Startups Night რეალურ გარემოში და მეტავერსში გაიმართება
შემდეგი სტატიაწლის პოპულარული NFT თამაშები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი