MacRumors-ის მკითხველმა კიერანმა წერილი მისწერა კრეიგ ფედერიგის, სადაც Apple-ის ბეტა ტესტირების პროგრამას არაეფექტური უწოდა.

ამის საპასუხოდ ფედერიგიმ ეს ფაქტი აღიარა. კომპანია არ კითხულობს ყველა მიმოხილვას აღმოჩენილი შეცდომებით და მომხმარებლების სურვილებით, ამის გამო არის კონფლიქტები საზოგადოებასთან.

მომხმარებლები ახლა დარეგისტრირდებიან Apple-ის ბეტა პროგრამაში და ეძლევათ მოწყობილობის პროფილი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ჩამოტვირთონ Apple-ის შემდეგი ოპერაციული სისტემის ადრეული ვერსიები. აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კომენტარის დასატოვებლად, მომხმარებლებმა უნდა გადავიდნენ Feedback აპლიკაციაში, შეავსონ საჭირო ინფორმაცია და გაუგზავნონ Apple-ს.

როგორც კრეიგმა აღნიშნა, ხშირად ადამიანები კომპანიის მხრიდან უპასუხოდ რჩებიან. Apple-მა იცის პრობლემა და ეძებს გამოსავალს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს უკეთესი გზა ოპერაციული სისტემის დეველოპერებთან დასაკავშირებლად.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი