ბრიტანულმა კომპანია OneWeb-მა „პრაქტიკულად მიატოვა“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების 36 თანამგზავრის დაბრუნების მცდელობები, წერს Reuters კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ნილ მასტერსონზე დაყრდნობით.
„ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ჩვენ მთლიანად გადავედით სხვა ამოცანებზე. თანამგზავრების დაბრუნება ღირებული იქნებოდა, მაგრამ მე მესმის, რომ უახლოეს მომავალში მათ ვერ დავიბრუნებ“, – განაცხადა მასტერსონმა და დასძინა, რომ მოწყობილობების შემდგომი ბედის საკითხი, სავარაუდოდ, გადაწყდება მხოლოდ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების დროს.
2022 წლის მარტში OneWeb გეგმავდა 36 თანამგზავრის გაშვებას “სოიუზის” რაკეტებით ბაიკონურის კოსმოდრომიდან. თუმცა, როსკოსმოსმა მოითხოვა, რომ OneWeb-ს გაეყვანა დიდი ბრიტანეთის მთავრობა კომპანიის აქციონერებისგან. OneWeb-ის საბჭომ უარი თქვა შესრულებაზე, შეაჩერა გაშვება ბაიკონურიდან და გააფორმა კონტრაქტები SpaceX-თან და NewSpace India Limited-თან (NSIL).
2022 წლის ზაფხულში OneWeb დათანხმდა ფრანგულ Eutelsat-თან შერწყმას, რომელიც იმ დროს უკვე ფლობდა ოპერატორის 23%-იან წილს და იყო მისი სიდიდით მეორე აქციონერი. შეთანხმების პირობების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შეინარჩუნა ვეტოს უფლება გაერთიანებული კომპანიის მუშაობის კრიტიკულ გადაწყვეტილებებზე.