Samsung-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი კომპანიის ქარხნის მონაცემების ქურდობისთვის დააკავეს.

65 წლის ტოპ მენეჯერს, რომლის სახელიც არ სახელდება, ბრალად ედება Samsung-ის პროცესორების ქარხნიდან საინჟინრო ნახაზების, ასევე კომპანიის ჩიპების შესახებ მონაცემების მოპარვა.

თანამზრახველებთან ერთად აპირებდა ჩინეთში Samsung-ის ქარხნის ზუსტი ასლის აშენებას, რომელიც მსგავს პროცესორებს აწარმოებდა.

კაცმა რამდენიმე ინვესტორის პოვნა შეძლო. უსახელო ტაივანურ კომპანიას 6,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, მაგრამ საბოლოოდ უკან დაიხია. სამსუნგის ყოფილმა თანამშრომელმა შეძლო ჩინელი ინვესტორებისგან 350 000 დოლარის შეგროვება, რომელიც დაიხარჯა პროცესორების საცდელი ჯგუფის გამოშვებაზე. ჩინურ ქარხანაში დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი Samsung-ისა და SK hynix Inc-დან.

სამსუნგის მიყენებული ზიანი სავაჭრო საიდუმლოების ქურდობის გამო 230 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

წინა სტატიაNothing Phone 2
შემდეგი სტატიაApple აღარ შეცვლის App Store-ის წესებს Spotify-ის ბრალდებების გამო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი