Apple-ის კორპორაციული სამართლის ყოფილ დირექტორს ჯინ ლევოფს ინსაიდერული ვაჭრობისთვის ჯარიმა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ დღეს სასამართლომ სხვა განაჩენი გამოიტანა.

მისი თანამდებობის გამო, ლევოფმა მიიღო წვდომა Apple-ის შემოსავლის შედეგებზე, სანამ ისინი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. მან ეს ინფორმაცია გამოიყენა კომპანიის აქციების შესაძენად. ლევოფმა გამოიმუშავა დაახლოებით $277,000 და თავიდან აიცილა $377,000 ზარალი, სანამ ის Apple-მა გაათავისუფლა 2018 წელს.

ადვოკატმა შარშან ექვს ბრალდებაში აღიარა ბრალი.

სასამართლომ საბოლოო განაჩენი დღეს გამოიტანა. მისივე თქმით, ლევოფი ოთხწლიან გამოსაცდელ ვადას და 604 000 დოლარის ოდენობის ჯარიმას მიიღებს.

ფედერალური პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ლევოფი უნდა წასულიყო ციხეში ინსაიდერული ვაჭრობისთვის, რათა სხვა კორპორატიული აღმასრულებლები მსგავსი დანაშაულის ჩადენისგან შეაჩერონ. თუმცა, საქმის ზედამხედველმა მოსამართლემ განაცხადა, რომ არ თვლიდა ამის აუცილებლობას, რადგან ლევოფმა სამსახური დაკარგა და ვეღარ შეძლებდა საადვოკატო პრაქტიკას.

წინა სტატიაMultitouch-ის, Touch ID-ის და Face ID-ის შემქმნელი Apple-ს ტოვებს
შემდეგი სტატიაiPhone-ისა და Apple Watch-ის დიზაინის ხელმძღვანელი ტოვებს Apple-ს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი