iCloud აპმა Windows-ისთვის მიიღო თავისი ყველაზე დიდი განახლება ბოლო წლების განმავლობაში.

მას აქვს ახალი დიზაინი, iOS-ისა და macOS-ის უახლესი ვერსიების სტილში. თითოეული სერვისის გვერდით არის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს მის სტატუსს.

ახალი აპლიკაცია მხარს უჭერს უსაფრთხოების ფიზიკურ გასაღებებს Apple ID-ში შესასვლელად. გარდა ამისა, ის ამცირებს შესვლის მოთხოვნის სიხშირეს და უფრო სწრაფად ახდენს ფოტოების სინქრონიზაციას Mircosoft Photos-თან. Apple-მა ასევე გაასწორა პრობლემები კონტაქტებისა და კალენდრის სინქრონიზაციის შესახებ.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ iCloud Windows-ისთვის უფასოდ Microsoft Store-დან. ის მუშაობს მხოლოდ Windows 10 და 11-ზე.

წინა სტატიაუსაფრთხოების მკვლევარმა Apple-ს მილიონობით დოლარი Toolbox-ის გამოყენებით გამოსტყუა. მას 20 წლით პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy Ring შესაძლოა წლის მეორე ნახევარში გამოვიდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი