Microsoft წარადგინა ახალი ნოუთბუქი Surface Laptop, რომელშიც ჩაშენებულია Qualcomm Snapdragon X Elite და X Plus ARM პროცესორები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ რეკორდული ხელოვნური ინტელექტის მწარმოებლურობა.

ნოუთბუქი გამოვა ორი ზომით: 13.8 და 15 დიუმი. ორივე მოდელს აქვს სენსორული ეკრანი შემცირებული ჩარჩოებით. გარჩევადობა: 2304×1536 (13.8 დიუმი) და 2496×1664 (15 დიუმი). განახლების სიხშირე ცვალებადია, 120 ჰერცამდე. მხარდაჭერილია Dolby Vision IQ.

ახალი მოდელის უმთავრესი მახასიათებელია მწარმოებლურობა. Microsoft აცხადებს, რომ Snapdragon X Elite-ზე დაფუძნებული Surface Laptop 80%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის მოდელთან შედარებით და უზრუნველყოფს 22 საათამდე ავტონომიურობას (ვიდეოს ლოკალური დაყენებისას). ნოუთბუქს შეიძლება მიუერთდეს სამი გარე 4K მონიტორი. ახალ Surface Laptop-ს აქვს Wi-Fi 7 მოდული. პორტები: ორი USB-C, ერთი USB-A და 3.5 მმ. გააჩნია 1080p ვებკამერა და ტაქტილური ტრეკპედი.

სიახლე მიიღო Copilot+PC მარკირება – ეს არის ახალი ბრენდი, რომლის ქვეშაც გამოვა ნოუთბუქები ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.

ნოუთბუქი ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის 999 დოლარიდან 13.8 დიუმიანი ვერსიისთვის და 1199 დოლარიდან 15 დიუმიანი მოდელისთვის. მინიმალური კონფიგურაცია მოიცავს X Plus ჩიპს, 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებას და 256 გბ SSD მყარ დისკს. მაქსიმალური კონფიგურაცია არის 64 გბ + 1 ტბ SSD. კორპუსი ხელმისაწვდომია ოთხი ფერის ვარიანტში.

მიწოდება დაგეგმილია 18 ივნისიდან.

წინა სტატიაწარმოდგენილია ახალი Surface Pro OLED ეკრანითა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით
შემდეგი სტატიაQualcomm Snapdragon X პროცესორები შეცვლიან თამაშის წესებს ყველანაირი კომპიუტერისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი