კომპანია მაიკროსოფტი აგრძელებს მომხმარებლებზე “ზრუნვას” და გარდა იმისა, რომ არ გამოუშვებს Windows 10 ARM-ს უკვე არსებულ ფლაგმანებზე ასევე წყვეტს ძველი კომპიუტერებისთვის Windows 10-ის განახლებების გამოშვებას. კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Intel Atom Clover Trail ვერ იღებს Windows 10 Creators Update-ს დრაივერის არათავსებადობის გამო. ამ საკითხზე The Verge-მა მიმართა კორპორაციას ახსნა განმარტებისთვის.

მნიშვნალოვანია ის ფაქტი, რომ ბევრმა Intel Atom Clover Trail კომპიუტერმა რომლებიც Windows 8-ის მართვის ქვეშ გამოვიდა უფასოდ მიიღეს Windows 10 განახლება, თუმცა ახლა კომპანია Microsoft წყვეტს მათ მხარდაჭერას და განახლებების გამოშვებას.

“საჭიროა დამატებით აპარატული მხარდაჭერა, რომ უზრუნველყოფილი იქნას ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც Windows 10 Creators Update-ში არის განხორციელებული. ეს სისტემები უკვე არ არის Intel-ის მიერ მხარდაჭერილი და საჭირო დრაივერების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ განახლდნენ Windows 10 Creators Update-მდე წარმადობის სერიოზული დეგრადაციის გარეშე”- განმარტა მაიკროსოფტის წარმომადგენელმა.

მაიკროსოფტში გვარწმუნებენ, რომ მათ უზრუნველყვეს აღნიშნული პროცესორის მქონე კომპიუტერებისთვის  Windows 10 Anniversary Update. ამის გარდა კომპანია ამბობს, რომ ეს მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს შეუზღუდავად მიიღებენ 2023 წლის იანვრამდე.

წინა სტატიაჰაკერებმა 32 მილიონის ღირებულების ეთერიუმი მოიპარეს
შემდეგი სტატიაGoogle-მა GIF-ების შემქმნელი აპლიკაცია Android-ზეც გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი