Microsoft-მა Surface Laptop-ის ბიუჯეტური მოდელი Go წარმოადგინა.

საბაზისო ვერსიაში მისი ფასი 549 დოლარია და თქვენ მიიღებთ 12.4 დუიმიან 3:2 შეფარდების მქონე სენსორულ ეკრანს 1536×1024 გაფართოებით. მას Intel Core i5-1035G1 პროცესორი აქვს, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 64 გიგაბაიტი eMMC საცავი. უფრო მძლავრი ვერსია 699 დოლარი ღირს და ის აღჭურვილია 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით 128 გიგაბაიტიანი SSD საცავით. არის იგივე მოდელი 256 გიგაბაიტი SSD საცავით, რომელიც უფრო ძვირი 899 დოლარი დაგიჯდებათ.

რა თქმა უნდა ამ ფასში უფრო მძლავრი მოწყობილობის შეძენაცაა შესაძლებელი, მაგრამ Surafece-ის ყიდვის შემთხვევაში თქვენ პრემიალური ხარისხის მოწყობილობას იღებთ. Microsoft-ის ნოუთბუქები ნამდვილად პრემიუმ ხარისხისაა და აწყობის დონეც შესაბამისია.

Surface Laptop Go-ს აქვს ერთი USB-C, ერთი USB-A, და 3.5 მმ. აუდიო პორტი. დამუხტვისთვის გამოიყენება საფირმო Surface Connect პორტი (არის სწრაფი დამუხტვა, 1 საათში მოწყობილობა 80%-მდე იმუხტება). ლეპტოპს აქვს Wi-Fi 6, Bluetooth 5.0 და 720p ვებ კამერა, რომელსაც სამწუხაროდ სახის ამოცნობის რეჟიმის მხარდაჭერა არა აქვს. უფრო ძვირიან მოდელებში არის თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც ჩართვის ღილაკშია ჩაშენებული. მოწყობილობა ავტონომიურად 13 საათამდე მუშაობს.

გაყიდვაში სიახლე 13 ოქტომბრიდან შემოვა და ხელმისაწვდომი იქნება Ice Blue, Sandstone და Platinum ფერებში.

წინა სტატიაგანახლებული Google Chromecast და Nest Audio
შემდეგი სტატიაApple-მა ბელარუსიული Telegram არხების დაბლოკვა მოითხოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი